მთავარისაქართველოსტუდენტების მოძრავი პროტესტი

სტუდენტების მოძრავი პროტესტი

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია გაიმართა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ახალ საპროტესტო კერას ქმნიან და რომ მუდმივად შეიკრიბებიან სხვადასხვა სივრცეში, რათა „განათლების სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრონ,  რომლებიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში დღევანდელი „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგია”.

განათლების სამინისტროსთან შეკრებილებმა ქვეყანასა და აკადემიურ სივრცეებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არ აპირებენ თვალი დახუჭონ იმაზე, „თუ როგორ ინგრევა განათლების სისტემა და როგორ ცდილობენ, მომავალ თაობას დამოუკიდებელი აზროვნება, თავისუფლება და კრიტიკული ხედვის ჩამოყალიბების შესაძლებლობა წაართვან.“

სტუდენტები ახალ არჩევნებსა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა მათი თანატოლები საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ციხეში არიან, სწავლის გაგრძელებას ვერც თვითონ შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend