საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის, სატელეფონო საუბარს ეხმაურება და წერს, რომ პუტინი დასთანხმდა, შეაჩეროს თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე.
როგორც სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა.
So Putin has agreed to « pause attacks on energy and infrastructure » but not on civilian targets, cities, hospitals … supposedly the call for an immediate ceasefire was aimed at stopping the human casualties rather than protecting Russian assets. That is peace Putin’s way. https://t.co/PluY26kjvD
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 18, 2025
თითქმის 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე პრეზიდენტმა პუტინმა უარი თქვა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია”, რაც იმედოვნებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების სრულად შეწყვეტის წინაპირობა იქნება.
