„ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მათი ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან.
მისივე განცხადებით, პარტია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროტესტში, რომელიც რეგიონებსა და თბილისში მიმდინარეობს.
„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ყველამ პირი გამოირეცხოს სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებს. ჩვენი ტაქტიკა, შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ „თავდასხმით პოზიციასთან“ – შეტევითი პოზიცია გვექნება.
.
აქციების მეორე ფაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
