მთავარისაქართველო„ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს" - ენმ

„ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს” – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს. პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ-საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

ლევან ბეჟაშვილი ასევე ამბობს, რომ არსებობს მისი თანაპარტიელის რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე.

„ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ ახლა ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოსა და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.

ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend