მთავარიევროპაჩრდილოეთი მაკედონიაკოჩანის მცხოვრებლებმა ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს

კოჩანის მცხოვრებლებმა ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს

კოჩანის მცხოვრებლებმა 17 მარტს დემონსტრაცია გამართეს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა, 155-მა კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და დაზიანება მიიღო.

პანიკაში მყოფი ახალგაზრდები შენობის ერთადერთი გასასვლელიდან ცდილობდნენ თავის დაღწევას. ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად დააყენებენ დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. გამოძიება გრძელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით,  ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა.

კოჩანის მცხოვრები სტავრ იანევი ამბობს, რომ ქვეყანაში დისფუნქციური სისტემაა, რომელმაც შექმნა ასეთი პირობები და შედეგად მიიღეს ის, რაც მაკედონიის ისტორიაში არასდროს მომხდარა. იგი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდების დაღუპვის გამო და ამბობს,  რომ სამართალი უნდა აღდგეს,  რათა მომავალში მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს.

ხელისუფლებამ 15 პირი დააკავა და გასცა ბრძანება, რომ მთელ ქვეყანაში შემოწმდეს გასართობი დაწესებულებების ლიცენზიები. დაღუპულთა შორის არიან 16 წლის მოზარდები, გარდაცვლილთა რაოდენობა კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერ დაივიწყებენ დაღუპულებს, სანამ თავად ცოცხლები არიან. მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მათი შვილები არიან. ეს უდიდესი ტკივილია თითოეული მათგანისთვის.

ხანძრის დროს ღამის კლუბი სავსე იყო ახალგაზრდებით. აქ დასაშვებზე ორჯერ მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ახლა ხელისუფლება იკვლევს ქრთამის აღების შემთხვევებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვეულებრივი მოვლენაა  უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა და ხელისუფლების მოსყიდვა ლიცენზიის მოსაპოვებლად. ამ პრაქტიკას უარყოფითად აფასებენ დასავლეთის მთავრობები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend