მთავარიEuropean Unionევროკავშირში „რადიო თავისუფალი ევროპის” დაფინანსების გზებზე იმსჯელეს

ევროკავშირში „რადიო თავისუფალი ევროპის” დაფინანსების გზებზე იმსჯელეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა „რადიო თავისუფალი ევროპის“ შენარჩუნების გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროდემოკრატიული მედიასაშუალებებისთვის გრანტები შეწყვიტა.

შესაძლო დაფინანსების გზებზე ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში იმსჯელეს.

საკითხი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ წამოჭრა.

შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განმარტა, რომ დაფინანსების პოვნა იმ სიცარიელის შესავსებად, რომელსაც აშშ ტოვებს, მარტივი არ იქნება, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან ამ ძალისხმევის გასაწევად. მან ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა გავლენა იქონია მასზე რადიომ ესტონეთში ცხოვრებისას.

„სწორედ ეს რადიო იყო ის, რისი წყალობითაც ვიღებდით ინფორმაციას რკინის ფარდის მეორე მხარეს, ასე ვიგებდით თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ეს ძალიან ღირებული იყო, ის იყო დემოკრატიის შუქურა… რა თქმა უნდა, კვლავ არის. სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს… ამას დაუყოვნებლივ ვერ შევძლებთ, რადგან გვყავს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთან იმავე თხოვნით მოდის.  თუმცა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ნამდვილად იყო ბიძგი, განვიხილოთ ეს საკითხი და ვიპოვოთ გზა. ეს დავალება გვაქვს, ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ“, – განმარტავს კაია კალასი.


.

„რადიო თავისუფალი ევროპის” შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა ჯესიკა როზენკრანცმაც, შვედეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთის ინიციატივას, რომ „რადიო თავისუფალი ევროპა“, მართლაც, კვლავ იყოს მნიშვნელოვანი ხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. შვედეთი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ევროკომისიას, რეალურად გამოიკვლიონ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დაფინანსების კუთხით, რათა კვლავ გვქონდეს ძლიერი რადიო თავისუფალი ევროპა“, – აცხადებს ჯესიკა როზენკრანცი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend