ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დეპუტატებს განუცხადა, რომ რეფორმების შემოთავაზებული პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებულია „პუტინის აგრესიული ომით ევროპის წინააღმდეგ“.
”ეს ომი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”, – თქვა მან.
მისივე თქმით, პუტინის მოქმედებები ასევე არის გერმანიის წინააღმდეგ მტრული და დამღუპველი და მიუთითა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე, ხანძრებზე, ჯაშუშურ და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე „ევროკავშირის დაყოფისა და მარგინალიზაციის მცდელობებზე“.
„ჩვენ თავს დავიცავთ ამ თავდასხმებისგან ჩვენს ღია საზოგადოებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე …“, განაცხადა მან.
მერცმა ასევე თქვა, რომ გერმანიას უნდა „აღადგინოს თავდაცვის შესაძლებლობები, ნაწილობრივ ნულიდან“.
მისივე თქმით, კონტრაქტები „უნდა გაფორმდეს ევროპელ მწარმოებლებთან, როდესაც ეს შესაძლებელია“ და განმარტა, რომ ეს არის „პარადიგმის ცვლილება თავდაცვის პოლიტიკაში“.
მერცმა ასევე თქვა, რომ გერმანიის ახალმა ნაბიჯებმა შეიძლება გზა გაუხსნას „ევროპის ახალ თავდაცვის საზოგადოებას, რომელიც ღია იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია.
უფრო ფართო კომენტარებში მან ასევე თქვა, რომ შემდგომი რეფორმები მოითხოვს “ტექნოლოგიურ გაძლიერებას”, დაგეგმვისა და დამტკიცების პროცედურების გადახედვას და რეგულაციების შემცირებას, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან.