მთავარიევროპავატიკანიპაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

მას შემდეგ, რაც ვატიკანმა გაავრცელა პაპ ფრანცისკეს პირველი ფოტო თვეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კარდინალები, მონაზვნები და მორწმუნეები ვატიკანში შეიკრიბნენ, რათა მისი ჯანმრთელობისთვის ილოცონ.

„დღესაც ამ მოედნიდან, რომელიც მსოფლიოს ხმაა, ჩვენ ვუერთდებით საერთო ლოცვას პაპ ფრანცისკეს სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. სხვებთან ერთად, პაპის საეკლესიო აკადემიის ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და ყოფილ სტუდენტებს გვსურს,  წმინდა მამის მზრუნველობა ყველა ჩვენგანზე გავრცელდეს, და მისი ლოცვით დაისადგუროს მშვიდობამ ხალხთა შორის, შვება მოეგვაროთ ტანჯულთ, ხოლო მორწმუნენი გაერთიანდნენ“, – განაცხადა სალვატორე პენაჩიომ, პაპის საეკლესიო აკადემიის პრეზიდენტმა.

ექიმების განცხადებით, პაპი კრიტიკულ, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აღარ არის, თუმცა მისი მდგომარეობა ასაკისა და ჯანმრთელობის ისტორიის გათვალისწინებით მაინც რთულია.

ფოტოსურათის გავრცელებამდე, 6 მარტს, ვატიკანმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლითაც პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

რადგან პაპის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, ვატიკანი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყოველდღიურ, განახლებულ ცნობებს აღარ ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend