მთავარისაქართველოთეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყდებათ

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყდებათ

ლიზა წერეთელი თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტია, რომელმაც პარასკევს დილით ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ სტუდენტის სტატუსს აღარ შეუწყვეტდნენ.

თუმცა მეგობრებთან ერთად ბრძოლას მაინც აგრძელებს, სხვა სტუდენტებისთვის.

„ჩვენ ვიბრძვით შემდეგი თაობისთვის, რომელიც მომავალში ჩააბარებს აქ… არ გვინდა, რომ მათაც მოუწიოთ ბრძოლა თავიანთი სტატუსისთვის, სიტყვისა და თავისუფლებისთვის”, – ამბობს ლიზა წერეთელი, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი.

ლიზას გარდა დღეს, 14 მარტს, კიდევ 9 სტუდენტს აცნობეს, რომ გაუქმდა 10 მარტს ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

თუმცა სანამ სტუდენტებს ადმინისტრაცია დაუკავშირდებოდა, ეს ამბავი კულტურის მინისტრის მოადგილისგან შეიტყვეს.

„პირველი ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, იყო არა უნივერსიტეტი, არამედ კულტურის მინისტრის მოადგილე. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ უნივერსიტეტის ავტონომიასა და ღირებულებას საფრთხე ემუქრება”, – ამბობს მარიამ დალაქიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ლექტორებსა და სტუდენტებს სურთ, რომ უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა საქართველოში ეჭვქვეშ აღარ დადგეს. ასევე სურთ, რომ სტუდენტებს თავისუფალი აზრის გამოხატვის არ ეშინოდეთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში საუბრობენ იმ გადაცდომებზე, რომლებსაც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

ახლა სტუდენტები და მათი მხარდამჭერები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ღია ეთერს ითხოვენ. სურთ, რომ საზოგადოებამ ამ ეთერიდან მათი ხმაც გაიგოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend