გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა მწვანეთა პარტიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ოფიციალურ ბერლინს, მომდევნო ათწლეულში თავდაცვასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯოს 1 ტრილიონ ევროზე მეტი.
პარტიების მიერ შემოთავაზებული გეგმა ათავისუფლებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას კონსტიტუციით გათვალისწინებული წინააღმდეგობებისგან. დოკუმენტი დასამტკიცებლად მომდევნო კვირაში გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში შევა.
ისტორიულ შეთანხმებას გერმანიის მომავალი კანცლერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის გზავნილი გერმანიის მეგობრებისა და მტრებისთვის.
„მსურს, მკაფიო განმარტება გავაკეთო და მივმართო, როგორც ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ნატოსა და ევროპაში, ასევე ჩვენი თავისუფლების მტრებს: გერმანია დაბრუნდა! გერმანია იქნება თავდაცვისუნარიანი და უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვასთან ევროპაში”, – ამბობს ფრიდრიხ მერცი.