კატეგორიები

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია“- მზია ამაღლობელი

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია“- მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, პროცესი მიმდინარეობს.

მზია ამაღლობელი სხდომას დისტანციურად ესწრება. მის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოკითხონ მოწმეები და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. სხდომის დასაწყისში ბრალდების მხარემ თქვა, რომ 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელი პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას, მას ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა და პოლიციას შეეწინააღმდეგა.


.

მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ საქმე და მისი დაკავების ოქმი გაყალბებულია. მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოძიება მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარდა პოლიციელზე თავდასხმასაც ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები