მთავარისაქართველომზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებენ

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებენ

გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილება დღეს არ გამოუცხადებია – საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს გამოაცხადებენ.

სხდომაზე გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გოჩა ვანაძე, რომლის განცხადებითაც, მზია ამაღლობელი მან დააკავა – “მისი დაკავების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მე მივიღე”, – თქვა მან პროცესზე.

პროცესზე აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მათ დაკითხვასაც ითხოვდა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის დააკავეს არა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, არამედ შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის.

ადვოკატები ამბობენ, რომ ჟურნალისტს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრებით.

მზიას დაკავების ოქმში დღეს წერია, რომ ის დააკავეს არა სტიკერის გაკვრის გამო, არამედ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend