კატეგორიები

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას, ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თეიმურაზ ჯანაშიას კი 300-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები