კატეგორიები

განათლების ხარისხის ეროვნულმა საბჭომ ილიაუნის სრული და უპირობო ავტორიზაცია მიანიჭა

განათლების ხარისხის ეროვნულმა საბჭომ ილიაუნის სრული და უპირობო ავტორიზაცია მიანიჭა
ავტორიზაციის საბჭომ ხელახალი განხილვის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

სხდომის პარალელურად, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ილიაუნის სტუდენტები და პროფესორები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა უნივერსიტეტისთვის – ადმინისტრაციისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაეტარებინა ცენტრს ერთი წლის თავზე მონიტორინგი.

სასწავლო დაწესებულებამ გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა, 30 დეკემბერს საჩივარი დაკმაყოფილდა და აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭოს მიენიჭა ვალდებულება, ხელახლა განეხილა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები