მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრიდან 14 წელი გავიდა

იაპონიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრიდან 14 წელი გავიდა

ტოკიოს დროით 14:46 საათზე იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

14 წლის წინ ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მიაუგის პრეფექტურაში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი და 10 მეტრი სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რის შედეგადაც ტოჰოკუს რეგიონის ნაპირზე მდებარე დასახლებები განადგურდა, ათასობით შენობა დაინგრა. მძიმე კადრებს მილიონობით მაყურებელი მთელი მსოფლიოდან პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, 18 000-ზე მეტი პირი დაიღუპა, ასობით პირი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური, რამაც ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. 1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ კაცობრიობა ახალი რადიაციული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყო ატომური სადგურების 20 კილომეტრის რადიუსზე მცხოვრებთა ევაკუაცია.

მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზარალა იაპონიის სხვა დასახლებული პუნქტებიც, სადაც სარკინიგზო ხაზები დაზიანდა, ჩაინგრა საავტომობილო გზები და განადგურდა რამდენიმე კაშხალი. სტიქიამ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა.

იაპონიაში 2011 წელს მომხდარი სტიქია მსოფლიოში ოდესმე აღრიცხულთაგან სიმძლავრით მეოთხე ყველაზე დიდი მიწისძვრა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend