კატეგორიები

ჰამბურგის აეროპორტში თანამშრომლები გაიფიცნენ

ჰამბურგის აეროპორტში თანამშრომლები გაიფიცნენ
ჰამბურგის აეროპორტში მოულოდნელად მოეწყო გაფიცვა.  10 რეისის გარდა,  ყველა გაუქმდა.

ორშაბათისთვის დაგეგმილია ფართომასშტაბიანი გაფიცვები. სავარაუდოდ, გაუქმდება 3,400 რეისი.

გერმანიაში, ჰამბურგის აეროპორტში,  გაფიცვა პროფკავშირ ver.di-ის  მიერ  გერმანიის დიდ აეროპორტებში დაგეგმილ  მასშტაბურ გაფიცვებამდე ერთი დღით ადრე მოეწყო.

პროფკავშირი ავიაციის  უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებდა, ორშაბათს მთელი დღის განმავლობაში გაფიცულიყვნენ.

განცხადებაში ver.di აღნიშნავს, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვები აუცილებელია სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და უკეთესი ხელფასების მისაღებად.

დაკავშირებული ამბები
გერმანიაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე,რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა „ჩრდილოეთის ნაკადი“: გერმანიაში დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს საქმის განხილვა
სხვა ამბები