მთავარისაქართველო„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა“ - მედიის ადვოკატირების კოალიცია

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ქალთა საერთაშორისო დღეს ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის შეუპოვრობაა 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღის, სიმბოლო.

„წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის, სულისკვეთებით არის შთაგონებული. მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.

8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს“, – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend