„პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“ – ამ სახელწოდებით ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
დიპლომატიური უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
🗣️ No #PressFreedom, no democracy.
Belgium calls on the Georgian government to respect the right to freedom of peaceful assembly and of expression. pic.twitter.com/3K7CdZZyKw
— 🇧🇪 Belgium MFA (@BelgiumMFA) March 6, 2025
„რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გვაშფოთებს და ვთვლით, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება მის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, 3 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და პასუხისმგებელ პირებს მისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
