პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერდარ ბედიმუჰამედოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ.
„შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სერდარ ბერდიმუჰამედოვი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
