კატეგორიები

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი იწყება. ადგილზე არიან დაკავებულთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

დღეს, 6 მარტს, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც გადაწყდება, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.

სასამართლო ასევე იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. აქციებისას დაკავებული არცერთი პირი, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება, ბრალს არ აღიარებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები