„დეპორტაცია დაიწყო. ჩვენ ეფექტურად ვშლით ქართულ ბანდებს. ქმედებები სიტყვების ნაცვლად“ – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი პლატფორმა X-ზე და ვიდეოს ავრცელებს.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მეთაურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბალიცეს აეროპორტიდან სამხედრო ვერტმფრენით პოლონეთი საქართველოს 17-მა მოქალაქემ დატოვა.
უწყების განმარტებით, მათ შორის იყვნენ 24-დან 58 წლამდე მამაკაცები, რომლებიც უცხოელებისთვის განკუთვნილი სპეციალურად დაცული ცენტრებიდან გადაიყვანეს.
Deportacje ruszyły. Skutecznie rozbijamy gruzińskie gangi. Nie słowa, a czyny. pic.twitter.com/zlwCvEnyjo
— Donald Tusk (@donaldtusk) March 5, 2025
განცხადება გააკეთა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვესლავ შჩეპანსკიმ და თქვა, რომ „პოლონეთი აღარ აპირებს არც ერთი იმ პირის ქმედებების მოთმენას, რომელიც ქვეყანაში დანაშაულის ჩასადენად ჩადის“.
მისივე განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაიწყება შესაბამისი პროცედურები იმ უცხოელთა დეპორტაციისთვის, რომლებიც პოლონურ კანონმდებლობას არღვევენ.
