მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიისთვის 800-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიისთვის 800-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა წევრ სახელმწიფოებს წარუდგინა 800-მილიარდიანი გეგმა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში უკრაინის დახმარებას, გრძელვადიან პერიოდში კი, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს.

„ჩვენ ვართ გადაიარაღების ეპოქაში. ევროპა მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა, გადააიარაღოს კონტინენტი და ამ გეგმით მოახერხოს 800 მილიარდი ევროს გამოყოფა თავდაცვის ხარჯებისთვის. ეს კი უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის კეთდება. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ნატოსთან.

ეს ევროპისთვის მნიშვნელოვანი მომენტია და მზად ვართ გამოვიყენოთ”, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გეგმის წარდგენისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend