ლონდონში გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდნენ – შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში ომის დამთავრებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.
როგორია ევროპული სახელმწიფოების ხედვა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რამ შეიძლება აღადგინოს მოლაპარაკებების პროცესი, რა გზავნილია მსოფლიოსთვის დონალდ ტრამპის რიტორიკა და ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ ისაუბრა.
