კატეგორიები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

თითქმის ორსაათიანი შეფერხების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა აღდგა. განახლდა მგზავრთა მიღება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულებულია“. სუსში არც სპეციალური ღონისძიებების დასრულების შემდეგ განუმარტავთ, რის საფუძველზე დაიწყეს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებები უწყების წარმომადგენლებმა.

სუსის განმარტებით, სპეციალური ღონისძიებების მიმდინარეობისას რეისები შეუფერხებლად სრულდებოდა.

ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას, მგზავრებმა თქვეს, რომ 28 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხმოვანი შეტყობინებით გამოცხადდა შენობის დატოვების შესახებ გაფრთხილება. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა აეროპორტის თანამშრომლებს, იქ მყოფ მგზავრებსა და მოქალაქეებს „უსაფრთხოების მიზნით“ დაატოვებინეს.

22:30 საათისთვის აღდგა მგზავრთა ჩამოფრენის ტერმინალის მუშაობა, ხოლო 23:00 საათისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა სრულად აღადგინა ფუნქციონირება და მგზავრთა რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები