მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფრანგული დრონის პროტოტიპი დაათვალიერა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფრანგული დრონის პროტოტიპი დაათვალიერა

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გამოტანილი დასკვნების მიხედვით, საფრანგეთში ახლა დრონების მასობრივ წარმოებაზე მსჯელობენ და ამ მიმართულებით უკვე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ერთ-ერთი ფრანგული კომპანიის უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპი დაათვალიერა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი სატესტო ფრენა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ, 27 თებერვალს ბლუა-ლებრიულის აეროდრომზე ფრანგული წარმოების, ააროკის პროპელერიანი უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპი დაათვალიერა. საფრანგეთი მუშაობს საკუთარ დაბალბიუჯეტიან შორ მანძილზე მოქმედი დრონების შემუშავებაზე.

“ახლა მნიშვნელოვანია საფრანგეთს ჰქონდეს ზუსტი მოქმედების შეიარაღება. ობიექტურად, რომ ვთქვათ და ისტორიულად, ჩვენ გვაქვს ასეთი შეიარაღება. რადგან ჩვენ კარგად ვითვისებთ ინოვაციას, ეს გვაძლევს კომპლექსური რაკეტების წარმოების საშუალებას, რომლებიც წარმოუდგენლად საიმედოა, თუმცა ძვირია. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული.  ჩვენ ჩამოვრჩებით უფრო მარტივ სეგმენტში, რომელიც მასობრივი წარმოების საშუალებას იძლევა. საქმე არ არის მხოლოდ რაოდენობაში, რადგან ჩვენ არასდროს ვიზამთ იმას, რასაც რუსეთის არმია აკეთებს, მაგალითად, რომ ავიღოთ ირანული დრონი და ბრმად ვისროლოთ უკრაინული სკოლის მიმართულებით”, – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ.

მწარმოებელი მიზნად ისახავს უპილოტო საფრენი აპარატის პირველი სატესტო ფრენა ამ ზაფხულს განხორციელდეს. მათი თქმით, დრონი 24 საათის განმავლობაში შეძლებს ჰაერში ყოფნას, ტვირთამწეობა კი 1,5 ტონაა.

“საფრანგეთს აერონავტიკის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ამიტომ ვქმნით აქ გამანადგურებლებს,  „ეარბასებს“ და სხვა თვითმფრინავებს. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვაწარმოებთ ამ ქვეყანაში, ეს დრონებია”, – ამბობს დრონის ნაწილების მწარმოებელი გუნდის წევრი ნიკ უილერი.

საფრანგეთი, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა დიდ თანხებს ხარჯავს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებაზე. ფრანგი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასევე საჭიროა უფრო დაბალფასიანი, დაბალტექნოლოგიური იარაღის შემუშავება, მათ შორის იმ დრონების მაგალითზე დაყრდნობით, რომელსაც უკრაინა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend