27 თებერვალს ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, რი ჰი იონგს შეხვდა.
მოსკოვში გამართულ შეხვედრამდე სამხრეთ კორეის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სადაზვერვო უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ძალები გაგზავნა.
სამხრეთ კორეული დაზვერვის ინფორმაციით, დამატებითი ჯარი განლაგდა რუსეთის კურსკის რეგიონში, სადაც რუსული ძალები ამ რეგიონში შეჭრილ უკრაინულ ჯარს ებრძვიან.
ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და უკრაინის დაზვერვის სამსახურების ცნობებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დიდი ოდენობით იარაღს აწვდის. გასული წლის შემოდგომაზე ქვეყანამ რუსეთში 11 ათასზე მეტი სამხედრო გაგზავნა.