ევროკავშირი და ინდოეთი წლის ბოლომდე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე შეთანხმდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება დელიში, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხვდება. მხარეები თანამშრომლობის გაფართოებას არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ ტექნოლოგიების, დაკავშირებადობისა და თავდაცვის სექტორშიც განიხილავენ.
India and Europe share a strong partnership built on shared values, innovation and sustainability. Our close collaboration is shaping a better future for our planet. Together, we will work towards a prosperous world. https://t.co/6iVP4UGv69
— Narendra Modi (@narendramodi) February 28, 2025
ევროკავშირი ინდოეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ბოლო ოცწლეულში მხარეებს შორის ურთიერთვაჭრობა გასამმაგდა. ამჟამად ინდოეთის ბაზარზე 6 000 ევროპული კომპანია ოპერირებს. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს შეთანხმება პასუხია იმ ახალ რეალობაზე, რომელიც გეოპოლიტიკაში უკანასკნელ წლებში შეიქმნა.
„დროა, ვიყოთ პრაგმატულები, ამბიციურები, გავაერთიანოთ პრიორიტეტები დღევანდელი რეალიების წინაშე. ჩვენი ურთიერთობები უნდა გადავიყვანოთ ახალ დონეზე, იქნება ეს ვაჭრობა, ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და თავდაცვა, დაკავშირებადობა და გლობალური პარტნიორობა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და ინდოეთს შორის იქნება ამ ხასიათის ყველაზე მსხვილი შეთანხმება მსოფლიოში.
კარგად ვიცი, რომ მარტივი არ იქნება, თუმცა ასევე მესმის, რომ ახლა არის სწორი დრო ჩვენი პარტნიორობისთვის. ამიტომაც შევთანხმდით პრემიერ მოდისთან, რომ ამას წლის განმავლობაში მივაღწევთ. იმედია, ჩემი ვიზიტი იქნება ახალი ერის დასაწყისი. დროა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანოთ”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
