კატეგორიები

ვითარება დასავლეთ საქართველოში

ვითარება დასავლეთ საქართველოში

„ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო ბრიგადები დაემატა”- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და რეანიმობილები იმისთვის, რომ შეძლონ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში.


.

როგორც ამირან გოგიტიძე ამბობს, რეგიონში მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, შეძლებისდაგვარად მიდიან მოქალაქეებამდე და უწევენ სატელეფონო კონსულტაციას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასავლეთ საქართველოში 650 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები