ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“, მისივე მოთხოვნით, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტის უფლებადამცველების თქმით, ის ციხეში 26 თებერვალს უნდა დაებრუნებინათ და 27 თებერვალს მზია ამაღლობელის მონახულებას უკვე რუსთავის ქალთა კოლონიაში აპირებდნენ.
27 თებერვალს, დღის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც გაუგებრად მიიჩნია, პატიმრის მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გადაჰყავდა ის პენიტენციურ სამსახურს ციხეში.
ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სასამართლო პროცესი 4 მარტს უნდა გაიმართოს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ამ დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. 4 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჟურნალისტი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. 38-დღიანი შიმშილობა მან 18 თებერვალს, ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მხარდამჭერების თხოვნის შემდეგ შეწყვიტა.
