დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. ყველაზე რთული ვითარება კვლავ გურიაშია. დიდთოვლობის გამო, რეგიონის უმეტეს სოფლებში, მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი არაერთი სოფელი, სადაც მათ შორის მოხუცები არიან ჩარჩენილები. მოსახლეობას პროდუქტებითა და მედიკამენტებით დახმარება სჭირდება. რამდენიმე დასახლებას კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია – ადგილობრივი მკვიდრი, თამარ ონიანი ესაუბრა ევრონიუს ჯორჯიას.
