კატეგორიები

ვითარება საქართველოს გზებზე

ვითარება საქართველოს გზებზე

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია” – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზაზე სპეციალური ტექნიკა გზის წმენდის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. განცხადებაში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ნარჩუნდება ინტენსიური თოვა და უწყება სთხოვს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ამასთან, მძღოლებს სთხოვენ იმგზავრონ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებითა და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ინტენსიურად იწინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი”, – წერია განცხადებაში.

თითქმის ერთი კვირაა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიისა და აჭარის რეგიონებში. ათობით სოფელი კვლავ მოწყვეტილია გარესამყაროს. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები