კატეგორიები

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეები განიხილა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეები განიხილა
26 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაზარალებულთა საქმეები.

„ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას.“

20 ივნისის მოვლენების მსხვერპლთა უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის იურისტები იცავდნენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები