კატეგორიები

საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესდა – Freedom House-ის ანგარიში

საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესდა – Freedom House-ის ანგარიში
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით – „თავისუფლება მსოფლიოში 2025“.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულითაა გაუარესებული და, საერთო ჯამში, ქვეყანას 100-დან 55 ქულა აქვს მინიჭებული. ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს განეკუთვნება. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 21 ქულა მიანიჭა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით – 60-დან 34.

Freedom House ეხმაურება არჩევნების საკითხსაც და განმარტავს, რომ სხვადასხვა მნიშვნელობის კენჭისყრის პროცესი 65 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა და მეტწილად საარჩევნო პროცესი მანიპულაციებითა და ძალადობით წარიმართა. ამ მხრივ კი, განსაკუთრებით რთულად ვითარება შეფასებულია ავტორიტარულ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც რეგიონის ქვეყნებიდან აზერბაიჯანი და რუსეთი მოხვდნენ.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს პოსტსაარჩევნო პერიოდსაც 11 ქვეყანაში, რომელთა შორისაც ერთადაა დასახლებული საქართველო და მოზამბიკი.

ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნებში არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისას, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები