მთავარიევროპარუმინეთიკალინ ჯორჯესკუ დააკავეს

კალინ ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში, პრეზიდენტობის კანდიდატი, ულტრა ნაციონალისტი კალინჯორჯესკუდააკავეს. ის საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით არის გადაყვანილი.

კითხვები ეხება 2024-ი წლის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებს. ევრონიუს რუმინეთის ინფორმაციით, ოპოზიციონერ კანდიდატს გაცხადებული აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მას ნულოვანი ხარჯი ჰქონდა, რაც საეჭვო ინფორმაცია აღმოჩნდა გენერალური პროკურატურისთვის.

ჯორჯესკუს გუნდი აცხადებს, რომ მათი ლიდერის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული. ხელისუფლების ცნობით კი, ჯორჯესკუს დაკავება არის უფრო ფართო საპოლიციო და საგამოძიებო ღონისძიებების ნაწილი.

კალინ ჯორჯესკუ რუმინეთში პრო-რუს პოლიტიკოსადაა მიჩნეული. 2024-ი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 22% მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა.

მიზეზად სადაზვერვო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ჯორჯესკუ გამარჯვების უკან იდგა მოსკოვი და ყალბი სოცმედია ანგარიშები.

ხელახალი არჩევნები რუმინეთში მაისშია ჩანიშნული. მანამდე კი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს კლაუს იოჰანისი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend