კატეგორიები

გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს

გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს
საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

ინფორმაციას დიპლომატი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ეხება სტუდენტებსაც, მათ შორის მათ მობილობას, კვლევებსა და ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს.

პეტერ ფიშერის თქმით, გადაწყვეტილება ყველა საგანმანათლებლო პროგრამას არ ეხება.

„ეს ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, – მაგალითად, DAAD-ს, – ჯერ არ ეხება, მაგრამ გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“,  – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.

დიპლომატი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაა, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები