კატეგორიები

ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად ორი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

„ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს” – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსას ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, ნანგრევებში მოჰყვა ორი მოქალაქე.

მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის გამოყვანა მოახერხეს… მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერია განცხადებაში.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები