კატეგორიები

„მნიშვნელოვანია, სწრაფად და წარმატებით დასრულდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესი” – ირაკლი კობახიძე

„მნიშვნელოვანია, სწრაფად და წარმატებით დასრულდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესი” – ირაკლი კობახიძე

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც დაწყებულია და უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე. მან გამოთქვა იმედი, რომ მეგობარ ქვეყანაში მშვიდობა მალე დამყარდება და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგებზე ისაუბრა.

„დღეს 3 წელი შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს ნამდვილად ტრაგიკული თარიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. ამ ომის შედეგად უამრავი ადამიანია დაღუპული.

10 მილიონამდე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. საგარეო ვალი ეკონომიკის თითქმის 100%-ს აღწევს. 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი – წლის ბოლოსთვის 100%-ს გადასცდება. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას“, – განაცხადა კობახიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები