კატეგორიები

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები გურიაში – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები გურიაში – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

გურიაში მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება გზების გაწმენდა და ოჯახების დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში დახმარებას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„თავად ტრაქტორები ჩარჩნენ თოვლში და თოვლის საფარიდან სწორედ ამ ტრაქტორების გამოყვანა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსი მუშაობს, ტექნიკის პრობლემის გამო ვითარება საკმაოდ მძიმეა”, – გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე ევრონიუს ჯორჯიას „გურია TV”-ის ჟურნალისტი თამთა დოლიძე ესაუბრა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები