კატეგორიები

გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) ლიდერობს

გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს.

მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა.

ხმის მიცემის პროცესი ბერლინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, გერმანია, 23 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Markus Screiber

გერმანიის მოქმედი კანცლერის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” მესამე ადგილზეა.

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები „მწარეა” მისი პარტიისთვის. შოლცის თქმით, ეს არის მომენტი, „როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები”.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ის იმედოვნებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები „ამ დაპირებას შეასრულებენ“.

დაკავშირებული ამბები
დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია
სხვა ამბები