მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს

საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. მათივე ცნობით, ქათამაძე პროტესტის ნიშნად ასევე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციასა და ანალიზების ჩატარებაზე.

„თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს“, – წერია საიას განცხადებაში.

ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თემურ ქათამაძის წერილს ავრცელებს.

„ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშას ახლა მე, „ბათუმელი მედროშე“, ავიღებ ხელში და ჩემს შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ვინაიდან, მე მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე, როგორც იყო ჩვენი, ანუ ჩვენებურების ბელად აჰმედ მელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქარცივაძისთვის, გულო კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასათვის.

მე ასევე უარს ვაცხადებ 15 თებერვლიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციასა და ანალიზების ჩატარებაზე“, – ნათქვამია თემურ ქათამაძის წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend