თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა 5000–5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება 18 თებერვალს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე ორივეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავებოდა. კერძოდ, 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არსებული საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას იმ დროს, როდესაც სამართალდამცველთა შეფასებით, მოქალაქეთა რაოდენობა საკმარისი არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მსახიობებმა განმარტეს, რომ საავტომობილო გზა არ გადაუკეტავთ. მათ მტკიცებულების სახით ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირი მათ მისვლამდე დაახლოებით 15-20 წუთით ადრე გადაიკეტა.