საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს საქართველოში არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს.
ამის შესახებ მან „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევია.
ელჩმა ასევე ისაუბრა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ მზია სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.