კატეგორიები

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ 16 თებერვალს უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფლები არიან. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, პროცესში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მექანიზმი აქტიურად იყო ჩართული, ამასთან, გამოიყენეს ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები