მთავარისაქართველო„ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელის ახლობლებს მოუწოდებს, ჟურნალისტი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნონ

„ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელის ახლობლებს მოუწოდებს, ჟურნალისტი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნონ

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნონ. მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რომლებიც ხანგრძლივ შიმშილობას ახასიათებს.

ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, კოლეგებსა და თანამოაზრეებს მოუწოდებს მოშიმშილე ჟურნალისტი ექიმების რეკომენდაციების შესრულებაში, უპირველესად, შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნონ. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ექიმი ამბობს, რომ ამის თქმის საშუალებას დღეს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend