კატეგორიები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.


კაია კალასს გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ კონტროლდება ერთი პარტიის მიერ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები