კატეგორიები

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიას აეროპორტში „ზონდერჯგუფი“ დახვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიას აეროპორტში „ზონდერჯგუფი“ დახვდა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს.

“დღეს გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომელსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ”, – წერია პარტია საქართველოსთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.

პარტიის ლიდერი გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც ის ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები