ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა და არძინბა ადგური მიიღებენ მონაწილეობას“, – განუცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა ჟურნალისტებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ხუთი „კანდიდატი“ იღებდა. ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანუარ ელ ანუნმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.
