მთავარიევროპაგერმანიამიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა

მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა

მიუნხენში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 28 პირი დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ სადგურთან ახლოს, დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე მოხდა. ამ დროს ადგილზე მომსახურების სფეროში მომუშავეთა საპროტესტო აქცია იმართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ამ დემონსტრაციას.

მიუნხენის პოლიციამ მძღოლის ვინაობა დაადგინა – ის ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია. სამართალდამცველთა თქმით, ის უკვე დაკავებულია. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს „სავარაუდო თავდასხმაა“.

შემთხვევა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

14 თებერვლიდან, სამი დღის განმავლობაში ბავარიის ფედერალური მიწის დედაქალაქი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს.

კონფერენციასთან დაკავშირებით გერმანიაში, განსაკუთრებით კი მიუნხენში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend