კატეგორიები

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შესახებ

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შესახებ
სომხეთის პარლამენტმა ოთხშაბათს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ. კანონპროექტი მხარს უჭერს, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებები გახსნას ევრობლოკთან გაწევრების თაობაზე.

სომხეთის მთავრობამ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 9 იანვარს დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მაშინ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამართულ რეფერენდუმზე უნდა მიიღონ.

ერევანი ბოლო დროს სულ უფრო ცდილობს, ჩამოშორდეს მის ყოფილ მთავარ მოკავშირეს, მოსკოვს.

სომხეთში ამბობენ, რომ რუსეთმა ქვეყანა ყველაზე კრიტიკულ მომენტში მარტო დატოვა და არ შეასრულა სხვადასხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქმე ეხება ყარაბაღის ომს. 2023 წელს სომხეთმა კონტროლი დაკარგა მთიან ყარაბაღზე.

დაკავშირებული ამბები
კრემლისთვის არასასურველია სოციოლოგიურ გამოკითხვებში ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობა „არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს”- დონალდ ტრამპი
სხვა ამბები