მთავარიEuropean Unionევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას 200 მილიარდი ევრო მოხმარდება

ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას 200 მილიარდი ევრო მოხმარდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის 200 მილიარდი ევროს პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.

ევროკავშირი გამოიმუშავებს 200 მილიარდ ევროს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინვესტიციებისთვის, რათა დაეწიოს აყვავებულ ტექნიკურ ეკოსისტემებს აშშ-სა და ჩინეთში.

ეს ინვესტიციები მიზნად ისახავს, დაეხმაროს ევროკავშირის კომპანიებს უფრო მოწინავე სისტემების, ისეთი პოპულარული ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაში როგორებიცაა ChatGPT და ჩინეთის DeepSeek.

„მესმის, რომ ევროპამ დააგვიანა ამ რბოლაში ჩართვა.  აშშ  და ჩინეთი უკვე წინ წავიდნენ. მაგრამ არ ვეთანხმები აზრს, რომ  ხელოვნური ინტელექტის განვითარება შორეული პერსპექტივაა“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს დილით საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მიერ ორგანიზებული პარიზის AI სამიტის დახურვისას.

ევროკავშირი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაამყარა ყოვლისმომცველი რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის – AI აქტის შესახებ.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვანსის თქმით, ეს მკაცრი მარეგულირებელი გარემო უბრალოდ შეანელებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს სამიტის დეკლარაციის ხელმოწერაზე, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, დაიცვან ხელოვნური ინტელექტის მართვის ნორმები პარიზის სამიტის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend